მემკვიდრეობისადმი ერთგულება - ღვინო ჩვენი ოჯახიდან

მაშოს მეღვინეობის შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მაშოს მეღვინეობაში, სადაც ყოველი ბოთლი მოგითხრობთ ჩვენი ოჯახური და ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობაზე.

ჩვენი ისტორია იწყება რთული წარსულის მოგონებებით. ბევრ ჩვენგანს ახსოვს ის დღეები, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ჩვენს და ურიცხვ სხვა ოჯახს ვენახები ჩამოართვა; Ამ პერიოდში, ასობით მშობლიური ქართული ვაზის ჯიში დაიკარგა. 90-იანი წლები განსაკუთრებით მძიმე იყო და ბევრი ვენახი, მათ შორის ჩვენიც, მიტოვებული იყო.

ჩვენი ოჯახის მემკვიდრეობისადმი ერთგულებამ და პატივისცემამ, გვიბიძგა გაგვეცოცხლებინა ჩვენი წინაპრების მევენახეობის ჩვეულება. მეღვინეობა ჩვენი ქალიშვილის, მაშოს სახელს ატარებს, რაც ჩვენთვის ოჯახური  ტრადიციების აღდგენის და შენარჩუნებისადმი სწრაფვის სიმბოლოა.

ჩვენ ვაფასებთ შესაძლებლობას გაგიზიაროთ ჩვენი ღვინოები და ვამაყობთ ჩვენი კულტურის უნიკალური სტუმართმოყვარეობით. ჩვენი ღვინო-უხვი სუფრა, ცხოვრების, სიხარულის და ოჯახის მნიშვნელობის დღეგრძელობაში წარიმართება. Ჩვენთვის უდიდესი სიამოვნებაა ამ ჩვევის, ჩვენი სტუმრებისთვის, გაცნობა.

თავად მაშო, რომელიც ვენახის შემყურე იზრდება, წარმოადგენს ამ ისტორიული ტრადიციის მომავალს. ის მშობლებისგან სწავლობს მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობას და ხვდება, რომ თითოეული ვაზი შეიცავს ოჯახური საგანძურის ნაწილს. მაშოს მეღვინეობა წარმოადგენს ხიდს წარსულსა და მომავალს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ქართული მეღვინეობის უწყვეტობას.

ჩვენს საოჯახო მარანში, რომელიც მდებარეობს ულამაზეს სოფელ შინდისში, ჩვენ გულმოდგინედ ვზრდით, ვწურავთ და ვავარგებთ ღვინოებს, რომლებიც ასახავენ ამ განსაკუთრებული ადგილის (ტერუარის) არსს. ვენახი, მდინარე ლიახვის მარჯვენა სანაპიროზეა გაშენებული, აქ ის, ნიადაგის, კლიმატისა და ტრადიციული მეღვინე-მევენახეობის უნიკალური შერწყმით, საზრდოობს.