საქართველო, რომელიც ცნობილია როგორც “ღვინის აკვანი”, გამოირჩევა უბადლო მეღვინეობის მემკვიდრეობით, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000 წლით თარიღდება.
ქვეყნის მრავალფეროვან საღვინე რეგიონებში, 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის ვაზი ხარობდა და თითოეული მათგანი ხაზს უსვამს ქართული ღვინის უნიკალურ ხასიათს. ქართული მეღვინეობის მარტივი დახასიათება იქნებოდა ქვევრის კულტურული ფენომენის ხსენება, რომელიც ქართული მეღვინეობის ისტორიას, სათავეებიდან გასდევს თან.
ქვევრი – დიდი თიხის ჭურჭლია, რომელიც ღვინის დასადუღებლად და შესანახად, მიწაში იმარხება. ქვევრის უნიკალური მეთოდი, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენელთა სიაშია შესული, ქართველების, საკუთარი უძველესი პრაქტიკის შენარჩუნებსადმი სწრაფვას, ერთგულებას და თავდადებას ასახავს.
საქართველო ასევე ცნობილია თავისი გამორჩეული ქარვისფერი ღვინით, რომელიც მზადდება თეთრი ყურძნის ჯიშების, ჭაჭასთან (ყურძნის ჩენჩასთან) ერთად დადუღებით, რაც შედეგად, მდიდარი და განსაკუთრებული გემოს მქონე ღვინოს ქმნის.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართლში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღვინის მწარმოებელ რეგიონში. ქვეყნის შუაგულში მდებარე, ჩვენი სოფელი, შინდისი, მდინარე ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე, ქართლის ფარული მარგალიტია. საქართველოს ეს ცენტრალური მხარე, მეღვინეობის მემკვიდრეობით გამოირჩევა, შინდისი კი უნიკალური მიკროკლიმატითა და ტერუარით.
სოფელი შინდისი სარგებლობს თბილი ზაფხულის და ზომიერი ზამთრის ჰარმონიული შერწყმით, რომელსაც თანსდევს კავკასიონის ახლომდებარე მთებიდან შემომავალი გრილი სიო. ეს კლიმატი ქმნის ოპტიმალურ პირობებს ყურძნის მოწევისთვის, რაც ვაზს საშუალებას აძლევს განავითაროს მდიდარი, კომპლექსური არომატი და შეინარჩუნოს დაბალანსებული მჟავიანობა.
შინდისის ტერუარი გამოირჩევა ნიადაგის მრავალფეროვანი შემადგენლობით, რომელშიც უხვად არის თიხა და კირქვა. ეს მდიდარი და მრავალფეროვანი ნიადაგი იძლევა ნაყოფიერ ბაზისს ყურძნის ჯიშების ფართო სპექტრისთვის, რაც მეღვინეებს საშუალებას აძლევს აწარმოონ უნიკალური და დაუვიწყარი ღვინოები. შინდისის ფერდობები და ნაყოფიერი ხეობები აძლიერებს ბუნებრივ დრენაჟს და მზის სხივების ზემოქმედებას, რაც მოსავალს კიდევ უფრო უვარგებს ხარისხს.
Წარმოშობით ქართლის რეგიონიდან, გორული მწვანე, თეთრი საღვინე ყურძნის ჯიშია, რომელიც გამოირჩევა თავისი სპეტაკი და ლაღი ბუნებით. ეს ვაზის ძირძველი სახეობა, ხარობს საქართველოს ნაყოფიერ ნიადაგებსა და ზომიერ კლიმატში; შედეგად კი აწარმოებს კაშკაშა და გამორჩეული გემოს ღვინოს. გორული მწვანე ცნობილია თავისი მკვეთრი მჟავიანობით და ყვავილოვანი ნოტებით; მის გემოში მკვეთრად იკვეთება, ციტრუსი და მწვანე ვაშლი. ღვინო, ცოცხალი და გამაგრილებელია, ხშირ შემთხვევაში ოდნავი მინერალიზაციით, რომელიც რეგიონის ტერუარის დამახასიათებელი ნიშანია. ეს სახეობა შეუდარებელია მისი მრავალფეროვნების მხრივ, როდესაც კერძებთან შეთავსებაზე მიდის საუბარი. სწორედ ამიტომ ფასობს გორული მწვანე ასე ღვინის ენთუზიასტებს შორის.
Შავკაპიტო, ქართლული, წითელი საღვინე ჯიშის ვაზია, რომელიც გამოირჩევა მუქი, ლალისებრი შეფერილობით. შავკაპიტოს ღვინო ცნობილია თავისი სრულ-ტანიანობით და შავი კენკრის თუ ხილის გამოკვეთილ ნოტებით (როგორიცაა მაყვალი და შავი ქლიავი). ამ ვაზის ჯიშის ღვინოს, ხავერდოვანი ტექსტურა და კარგად გამჯდარი ტანინიანობა ახასიათებს, რაც შესანიშნავი არჩევანია დაძველებისთვის. შავკაპიტო, ქართლის უხვი ტერუარებიდან, შეუდარებელ ბუკეტს გვთავაზობს, რომელიც ქართული მეღვინეობის ტრადიციის ძირძველი და ამაყი წარმომადგენელია.