ქვევრის, მიწისქვეშ ჩადებული, დიდი კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭლის გამოყენება, ქართლული მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე განმსაზღვრელი ასპექტია. ეს ტრადიციული მეთოდი ათასობით წლით თარიღდება და ქართული მეღვინეობის მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ყურძენს დაკრეფის შემდეგ ათავსებენ ქვევრში, სადაც დუღილი ბუნებრივად იწყება, ყურძნის მტვერში დაგროვილი, ადგილობრივი, საფუარის დახმარებით. დუღილის შემდეგ ღვინო ქვევრში გადის დავარგებას, რაც საბოლოო პროდუქტს მკაფიო გემოსა და ტექსტურას ანიჭებს. ეს მეთოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ქარვისფერი ღვინოების დასამზადებლად, სადაც თეთრი ყურძნის წვენი კანთან კონტაქტის შედეგად, მდიდარ და კომპლექსურ გემოს, ინვითარებს.
ქვევრის ტრადიციულ მეთოდთან ერთად, ქართლის მეღვინეები ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნიკასაც იყენებენ. უჟანგავი ფოლადის ავზი მისი ზუსტი ტემპერატურის კონტროლის მახასიათებლისთვის გამოიყენება, რაც ხელს უწყობს ღვინის ცოცხალი და ხილისებრი თვისებების შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ არის ასე ხელსაყრელი, თანამედროვე მეთოდის გამოყენება, ისეთ სახეობებთან, როგორიცაა გორული მწვანე, სადაც მჟავიანობის და არომატის შენარჩუნება გადამწყვეტია.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვენახს ორგანული მოვლის მეშვეობით ვაშენებთ. რაც ასახავს ჩვენს პატივისცემას, როგორც გარემოს, ასევე ჩვენი ღვინის ხარისხის მიმართ. ორგანული მევენახეობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სერტიფიკატი; ეს არის ფილოსოფია, რომელიც ვაზის მოშენების ყველა მიმართულებას განაგებს, იქნება ეს ყურძნის მოწევა თუ ნიადაგის მოვლა.
ჩვენი ორგანული ვენახი გაშენებულია სინთეთიკური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სასუქების გარეშე. ნიადაგის სიჯანსაღისა და ვაზის სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად, ჩვენ ექსკლუზიურად ბუნებრივ მეთოდებს მივმართავთ. ნიადაგის გასამდიდრებლად ჩვენ კომპოსტებსა და ორგანულ ნივთიერებებს ვიყენებთ, რომელიც მხარს უჭერს სასარგებლო მიკროორგანიზმების, მწერების და ზოგადად დაბალანსებული ეკოსისტემის შენარჩუნებას. ეს მიდგომა არა მხოლოდ უზრუნველჰყოფს ჩვენი ვაზის ჯანმრთელობას, არამედ ჩვენი ყურძნის საერთო ხარისხსა და გემოს აუმჯობესებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ბუნებასთან ჰარმონიაში მუშაობისას ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მიწას და ჩვენს მემკვიდრეობას. სწორედ ამიტომ ჩვენი ღვინო, არა მხოლოდ გამორჩეული ხარისხისაა, არამედ გარემოს პატივისცემით არის შექმნილი.
შემოგვიერთდით და დატკბით ორგანული მეღვინეობის ხელოვნებით. აღმოაჩინეთ განსხვავებული გემო, რომელიც იშვა ვენახიდან, სადაც ბუნება და ტრადიცია ხელიხელთ მუშაობს.