მემკვიდრეობისადმი ერთგულება - ღვინო ჩვენი ოჯახიდან

გორული მწვანე ქვევრი

ჩვენი სათუთად მოვლილი ვენახებიდან, ხელით მოკრეფილი, ეს თეთრი საღვინე ჯიშის ყურძენი, ქვევრის ძირძველი მეთოდით მზადდება და ამით ქედს იხრის ქართული მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციის წინაშე.

ყურძენი, გულმოდგინედ გადარჩევის შემდეგ იწურება დიდ თიხის ჭურჭელში, ქვევრში, რომელიც მიწაშია ჩადგმული. წვენი ჭაჭასთან გადის მაცერაციას. Ფერმენტაციას კი ბუნებრივი, ადგილობრივი, საფუარის ხარჯზე იწყებს. მაცერაცია (ჭაჭასთანკონტაქტი) ერთი თვის განმავლობაში გრძელდება. დაღვინებული წვენი ქვევრშივე განაგრძობს დავარგებას, რის შედეგადაც გამორჩეულ გემოს, ფერს და ტექსტურას იძენს. შუშის სასმისში, გორული მწვანე, ულამაზეს ღრმა ჩალისფერ თუ ქარვისფერ ტონალობაში გვევლინება; ახასიათებს პანტის და მწვანე ვაშლის არომატი. ეს თეთრი მშრალი ღვინო, გამოირჩევა ხავერდოვანი ტექსტურით და რბილი, დაბალანსებული, ტანინიანობით.

ჩვენი გორული მწვანე შესანიშნავად ეხამება მოხარშულ ფრინველის ხორცს და დავარგებულ ყველს.