ქვევრის ტრადიციული მეთოდით დაყენებული შავკაპიტო საქართველოს მდიდარ და უძველესს მეღვინეობის მემკვიდრეობას განასახიერებს. ეს გამორჩეული წითელი საღვინე ჯიში, მზადდება ხელით დაკრეფილი შავკაპიტოს ყურძნისგან.
მოსავლის მოწევის შემდეგ ყურძენი ქვევრში იწურება (მიწაში ჩადგმულ, დიდ, თიხის ჭურჭელში). დუღილის პროცესი ადგილობრივი საფუარის დახმარებით მიმდინარეობს. დავარგების ჭურჭლის, როლსაც ქვევრი ითავსებს, სადაც ღვინო რამდენიმე თვის განმავლობაში რჩება; აქ ის, კანისა და წიპწის არომატებით გაჯერებული, განსაკუთრებულ ჩვევებს იძენს.
ღვინო მუქი ლალისფერია, მწიფე კენკრის და ხილის ნოტებით, როგორიცაა მაყვალი და შავი ქლიავი; სიღრმისეული დაგემოვნებისას მას, სანელებლების მიწიერი და ჩირის ნაზი ელფერი დაჰკრავს.
ქვევრის შავკაპიტო განუმეორებელია ისეთ კერძებთან, როგორიცაა, ჩაშუშული ხორცი და დავარგებული ყველი.