ევროპული სტილით დაყენებული, ეს საამური ქართული ჯიში, ახალი, დახვეწილი ფორმით წარმოგვიდგება; დამზადებული თანამედროვე დანადგარებითა და მეთოდიკით, გორული მწვანე, არ კარგავს თავის ძირითად, კარგად ნაცნობ, მახასიათებლებს.
ყურძენი ხელით, ჩვენი შერჩეული ვენახებიდან იკრიფება და მსუბუქი დაწურვით თავსდება უჟანგავი ფოლადის ავზებში. ღვინო 13°C ტემპერატურაზე გადის კონტროლირებად დუღილს, რაც ყურძნის ცოცხალი და არომატული თვისებების შესანარჩუნებლად გამოიყენება.
მინის ჭურჭელში, გორული მწვანე, ღია ჩალისფერია. მასში ყვითელი ხილის (როგორიცაა ატამი და გარგარი) და მწვანე ვაშლის ნოტები იკვეთება. ღვინო, ცოცხალი, თითქოს ცქრიალა და ზომიერი მჟავიანობისაა.
ევროპული სტილით დაღვინებული, გორული მწვანე, შესანიშნავად ერთვის მრავალ კერძს, მათ შორის ზღვის პროდუქტებს, მსუბუქ სალათებსა თუ ფრინველის ხორცს. მისი ნათელი და დაბალანსებული გემო ამკობს, როგორც ყოველდღიურს, ასევე დახვეწილ გასტრონომიულ გამოცდილებებს; სწორედ ამიტომ, გორული მწვანე, ფანტასტიური არჩევანია ნებისმიერი შემთხვევისთვის.